06:27 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-16 16:16:10, 1730 ნახვა

საზოგადოება
ადვოკატი: მუხთარლის გატაცების ადგილიდან ვიდეომასალები გამოძიებას არ გააჩნია

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი თბილისისი პოლიციის სამმართველოში სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ იმ ვიდეომასალას გაეცნო, სადაც, ადვოკატის ინფორმაციით, ბარათაშვილის ქუჩაზე მყოფი მუხთარლი ჩანს. 

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ვიდეოში მისი დაცვის ქვეშ მყოფი N4 სამარშრუტო ტაქსიში ჯდება.

ჩოფიკაშვილის ინფორმაციით, ვიდეომასალა ჟურნალისტის ნაამბობს ადასტურებს, თუმცა არ ფიქსირდება, რა დროს და სად ჩამოვიდა ის ტრანსპორტიდან. 

„არის აუცილებლობა, რომ შსს-მ მთელი გზის პერიმეტრზე არსებული კამერების ჩანაწერები ამოიღოს, რითაც გამოძიება ზუსტი დროის დადგენას შეძლებდა, რა დროს ჩამოვიდა ტრანსპორტიდან აფგან მუხთარლი და შესაბამისად, როდის გაიტაცეს ის. გატაცების ადგილიდან ამოღებული ვიდეომასალა გახდებოდა იმის წინაპირობა, რომ მომხდარიყო გამტაცებელთა და მათი ავტომანქანის იდენტიფიცირება, თუმცა, სამწუხაროა, რომ დღემდე ეს ვიდეომასალა არ არის ამოღებული“, - განაცხადა ჩოფიკაშვილმა.

მისივე განმარტებით, გამოძიებამ მხოლოდ ყოფილი კოლმეურნეობის მოედნის ტერიტორიაზე განთავსებული კამერების ჩანაწერები ამოიღო, სხვა ვიდეომასალები კი, საქმეში არ არსებობს.

„გატაცების ადგილიდან ვიდეომასალები გამოძიებას არ გააჩნია. უფრო მეტიც, შემთხვევის ადგილი დათვალიერებულიც კი არ არის. ყველა ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ მიმდინარეობს გამოძიება იმისთვის, რომ არ ჩატარდეს გამოძიება“, - აღნიშნა უფლებადამცველმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics