|
2017-06-16 16:20:41, 1905 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ვენეციის კომისიამ ძალიან მყარად დაადასტურა ის, რასაც ჩვენ თვეების განმავლობაში ვამტკიცებდით
„ვენეციის კომისიამ დაადასტურა, რომ ახალი დოკუმენტი არის სრულ შესაბამისობაში იმ პრინციპებთან, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს დემოკრატიულ კონსტიტუციას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, ვენეციის კომისიის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის შესახებ ვენეციის კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაზე იმსჯელეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სრული თანხმობა იქნება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებითაც. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვენეციის კომისიამ დაადასტურა, რომ ახალი სისტემა სრულ შესაბამისობაში იქნება არჩევნების თანასწორობის პრინციპთან. „დღეს ვენეციის კომისიამ ძალიან მყარად დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით მთელი ამ თვეების განმავლობაში. ჩვენი მიზანი იყო ძალიან დახვეწილი კონსტიტუციის ჩამოყალიბება, რომელიც იქნებოდა სრულ შესაბამისობაში კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან და რომელიც ჩამოაყალიბებდა ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მმართველობას და ეს მიზანი დღეს დაადასტურა ვენეციის კომისიამ. ვენეციის კომისიამ დაადასტურა, რომ ახალი დოკუმენტი არის სრულ შესაბამისობაში იმ პრინციპებთან, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს დემოკრატიულ კონსტიტუციას. რაც შეეხება საარჩვენო სისტემას, საარჩევნო სისტემასთან გვექნება ჩვენ სრული თანხმობა, კერძოდ, ჩვენ წარვადგინეთ ის მოდელი, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდება საარჩევნო სისტემა, ბონუსს დაედება ძალიან მკაცრი ზღვარი იმისთვის, რომ არ გვქონდეს ჩვენ გადახვევა საარჩევნო თანასწორობის პრინციპთან, და ეს დადასტურდა ვენეციის კომისიის მხრიდან, რომ ახალი სისტემა იქნება სრულ შესაბამისობაში საარჩევნო პრინციპებთან, დემოკრატიულ პრინციპებთან, არჩევნების თანასწორობის პრინციპთან“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)