|
2017-06-15 12:04:33, 1935 ნახვა
სამართალი
ელექტრონული საგრანტო კონკურსები როგორც კორუფციის პრევენციის ინსტრუმენტი − იუსტიციის სამინისტროს ახალი ინიციატივა
ღია და გამჭვირვალე საგრანტო პროცესი კონკურსის გამოცხადებიდან შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ჩათვლით; თვალის მიდევნების შესაძლებლობა კონკურსის მიმდინარეობის, შეფასებების, გამარჯვებულის გამოვლენის, ხელშეკრულების გაფორმებისა და შესრულებულ სამუშაოზე ანგარიშგებისათვის − იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსის მონაწილეებს და დაინტერესებულ მხარეებს კონკურსის ელექტრონულ საქმისწარმოებას სთავაზობს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, რომელიც ამავდროულად ანტიკორუფციულ უწყებათაშორის საბჭოს ხელმძღვანელობს, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ოფიციალურ პორტალზე (tenders.procurement.gov.ge) ახალი, საგრანტო კონკურსების ფუნქციონალი შექმნა. ეს ინიციატივა საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაში 2015 წლიდან აისახა. შესაბამისად, როგორც ტენდერი, საგრანტო კონკურსიც ამიერიდან შესაძლებელი იქნება ამ ვებგვერდის მეშვეობით გამოცხადდეს, რაც ჩაანაცვლებს აქამდე არსებულ ქაღალდების მიმოქცევას. ელექტრონული სისტემა კონკურსის ყველა ეტაპს გაცილებით ღიას და გამჭვირვალეს ხდის და მნიშვნელოვნად ამარტივებს მხარეებს შორის კომუნიკაციას. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გაეცნონ საიტზე გამოქვეყნებულ საგრანტო დოკუმენტაციას, ელექტრონულად მიიღონ მონაწილეობა კონკურსში, აკონტროლონ მისი მიმდინარეობა, ელექტრონულად დასვან კითხვები და მიიღონ პასუხი, ატვირთონ და ჩამოტვირთონ დოკუმენტები, შეიტანონ ცვლილებები მათში, ელექტრონულად ადევნონ თვალი კონკურსის შედეგებს და, გამარჯვების შემთხვევაში, გააფორმონ ხელშეკრულება რომელიც აიტვირთება ელექტრონულ სისტემაში, და სხვ. კონკურსის მონაწილეები და კონკურსის მიმდინარეობით დაინტერესებული პირები შეძლებენ, თვალი მიადევნონ საგრანტო საბჭოს ოქმებს, საბჭოს წევრების მიერ მინიჭებულ ქულებს და გამარჯვებულთან დადებულ ხელშეკრულებას. საიტზე საჯაროდ აიტვირთება მხარეებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები საგრანტო თანხის ათვისების და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პროგრესის შესახებ. ღია და ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია უკვე დასრულებული კონკურსების შესახებ. ელექტრონული სისტემა ამარტივებს ანგარიშგების ფორმასაც − კონკურსის გამარჯვებული პროგრამის დასრულების შემდეგ ელექტრონულად ატვირთავს როგორც პროგრამულ, ისე ფინანსურ ანგარიშს. ნებისმიერ საჯარო, თუ კერძო თუ საერთაშორისო ორგანიზაციას შეუძლია საგრანტო კონკურსის ელექტრონულად გამოცხადება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებით. პირველი ელექტრონული საგრანტო კონკურსი უკვე გამოცხადდა. ახალი სისტემით პირველად იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრმა ისარგებლა და ტრადიცული საგრანტო კონკურსი „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ხელშეწყობის მიზნით ახლა უკვე ელექტრონულად გამოაცხადა. საგრანტო პროექტი „ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა“ 160 ათასი ლარით დაფინანსდება. „ქაღალდებითა და დალუქული კონვერტებით ჩატარებული საგრანტო კონკურსები გაუმჭვირვალობის განცდას აჩენდა და აჩენს. ამიტომაც შევქმენით ელექტრონული მოდული და მაქვს იმედი, რომ ამ სისტემით აქტიურად ისარგებლებენ როგორც საჯარო დაწესებულებები ისე დონორი ორგანიზაციები“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
(NS)
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)