|
2017-06-14 14:22:09, 745 ნახვა
რეგიონი
აჭარა ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციის გენერალურ ასამბლეაზე იყო წარმოდგენილი
ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორი თინათინ ზოიძე ესპანეთში ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციის (Eurogîtes ) გენერალურ ასამბლეას დაესწრო. როგორც თინათინ ზოიძემ აღნიშნა, ძალიან მნიშნელოვანია ევროპული გამოცდილება, რადგან იქ სოფლის ტურიზმი კარგად არის განვითარებული. „ჩვენი სააგენტო მეორე წელია აქტიურად მუშაობს აჭარის არასაზღვაო ზოლში არსებული ტურისტული პოტენციალის განსავითარებლად. დღემდე ჩვენ არაერთი საინტერესო ტურისტული მარშრუტის მარკირება-განვითარება შევძელით მთიან აჭარაში, გადავამზადეთ გიდები და ორგანიზება გავუწიეთ 20-მდე ინფოტურს აღნიშნული მარშრუტების მიმართულებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპული გამოცდილება, რადგან იქ სოფლის ტურიზმი კარგად განვითარებული, პოპულარული და შემოსავლიანი ტურისტული მიმართულებაა. ჩვენ კი ყველაფერს ახლა ვიწყებთ და გვინდა მათი რეკომენდაციებით ვისარგებლოთ,“ -აღნიშნა თინათინ ზოიძემ. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, თინათინ ზოიძემ ასამბლეაზე აჭარის რეგიონში სოფლის ტურიზმის განვითარების შესახებ პრეზენტაცია გააკეთა და ევროპელ კოლეგებს რეგიონში არსებული მდგომარეობა გააცნო. ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაცია 27 ქვეყნის 35 პროფესიულ ორგანოს აერთიანებს, რაც დაახლოებით 500 000 მიკრო საწარმოს და 5-დან 6,5 მილიონამდე საწოლ ადგილს ითვალისწინებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ფედერაციაში 2015 წელს გაერთიანდა. წელს, ასაბლეაზე ევროპის სოფლის ტურიზმის თანამედროვე გამოწვევები და სიახლეები განიხილეს. აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო, რომელიც რეგიონში სოფლის ტურიზმის პროდუქტების შექმნა-განვითარების კუთხით მუშაობს ევროპულ გამოცდილებას გაიზიარებს. (NS)
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ავტოინდუსტრიები ელექტრომობილების წარმოშობის წესების შემსუბუქებას ითხოვენ ახალი ტარიფების რისკის გამო
სოფელ დიდგორთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
საქართველოში ბავშვების საყოველთაო ნათლობა გაიმართა
სამველ კარაპეტიანი: უკან აღარ დავბრუნდები, სომხეთში 10 წელი ვიმუშავებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)