|
2017-06-13 14:33:59, 1889 ნახვა
პოლიტიკა
კახა კახიშვილი ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL) მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს ვოლშს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, კახა კახიშვილმა შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი. მინისტრმა ბიუროს წარმომადგენლებს სასჯელაღსრულების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე დაინერგა. შეხვედრის მთავარ საკითხს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები წარმოადგენდა. კახა კახიშვილმა ჯეიმს ვოლშს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც 2012 წლიდან მიმდინარეობს. კახა კახიშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების სისტემისთვის უმნიშვნელოვანესია, მართვის თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიებზე დაყრდნობით, პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა. ამ მხრივ, აღსანიშნავია INL-ის მხარდაჭერა. ასევე, გრძელდება მუშაობა მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციის სისტემის გაუმჯობესებაზე, წინასასამართლო პრობაციის დანერგვაზე, მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამებსა და სასწავლო ცენტრის შესაძლებლობების გაზრდაზე. „ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა კანონის უზენაესობის განმტკიცების, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების ამაღლების პროცესში. სამინისტროსა და ბიუროს თანამშრომლობის ფარგლებში, მჭიდრო ურთიერთობები ჩამოყალიბდა ვისკონსინის შტატის სასჯელაღრულების დეპარტამენტთან. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი სასწავლო და სამუშაო ვიზიტი განხორციელდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რამაც უწყების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას შეუწყო ხელი“, - განაცხადა კახა კახიშვილმა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან შეხვედრა დადებითად შეფასდა. საქართველოს პენიტენციური სისტემის განვითარების მიზნით, ამერიკულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ამასთან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა, დელეგაციასთან ერთად, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს კავკასიის და რეგიონალური კონფლიქტების სამსახურის ხელმძღვანელს ნატაშა ფრანჩეზას შეხვდა. მინისტრმა შეხვედრაზე საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცების, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების ამაღლების საკითხებზე ისაუბრა.
(NS)
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)