|
2017-06-13 14:31:03, 2097 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორია ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. თავდაცვის მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად ოფიციალურ ვიზიტს საბრძოლო მომზადების ცენტრში სტუმრობით დაიწყებს, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის III ქვეითი ბრიგადის ასეული ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის გადასროლისწინა წვრთნას იანვრიდან გადის. თავდაცვის მინისტრი ქართველ სამხედროებს გაესაუბრება და ასეულის საჩვენებელ სწავლებას დაესწრება. ვიზიტის მეორე დღეს ლევან იზორია გერმანელ კოლეგას ურსულა ფონ დერ ლაინს შეხვდება. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში ქართული დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი დაღუპულ ჯარისკაცთა ღირსების მემორიალს გვრიგვინით შემაკობს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრები ბერლინის უსაფრთხოების აკადემიის პრეზიდენტთან, დოქტორ კარლ-ჰეინც კამპთან და უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა საკითხებში ბუნდესკანცლერის მრჩეველთან კრისტოფერ ჰოიზგენთან.
(NS)
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)