|
2017-06-13 14:07:00, 1868 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ პატარაძის ვიზიტი ასტანაში გრძელდება
აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ასტანაში საერთაშორისო გამოფენა "ASTANA EXPO-2017"-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას. გამოფენის ფარგლებში დღეს ასტანის საგამოფენო ცენტრში საქართველოს პავილიონი გაიხსნება და "საქართველოს ეროვნული დღე" აღინიშნება. ღონისძიებებს ზურაბ პატარაძე საქართველოს პრეზიდენტთან და საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად დაესწრება. დღესვე, ასტანაში, ,,აკორდას" სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. დახვედრის ცერემონიალს პრეზიდენტის ოფიციალური დელეგაციის წევრის რანგში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძეც ესწრებოდა. საქართველოს და ყაზახეთის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაფართოებული შეხვედრა ოფიციალური ლანჩის ფორმატში გამართეს, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი ყაზახეთში ზურაბ აბაშიძე და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები. შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების საკითხები განიხილეს. ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა ოფიციალურ პირებთან. EXPO მასშტაბური გამოფენაა, რომელიც მონაცვლეობით სხვადასხვა ქვეყნებში იმართება. წლევანდელ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილე 115 ქვეყანიდან ერთ-ერთი საქართველოა. საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მონაწილეობა მიიღოს ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში, ქვეყნის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციის შესაძლებლობაა. მსგავსი შეხვედრები თანამედროვე ენერგეტიკულ ინდუსტრიასთან დაახლოების, მსოფლიოსთვის საქართველოს, როგორც სუფთა ენერგიის მწარმოებლის და საინვესტიციო გარემოს სიმარტივით გამორჩეული ქვეყნის წარმოჩენის საშუალებას იძლევა. "ASTANA EXPO-2017" საუკეთესო საშუალებაა კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი ჩვენს ენერგეტიკულ და სატრანზიტო შესაძლებლობებს, ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს.
(NS)
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)