|
2017-06-11 13:25:34, 1771 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“: სამგზავრო მატარებელს სარკინიგზო გადასასვლელზე სატვირთო მანქანა გვერდიდან შეეჯახა
ნიქოზიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ საგარეუბნო სამგზავრო მატარებელს სარკინიგზო გადასასვლელზე, სატვირთო მანქანა გვერდიდან შეეჯახა, რამაც მატარებლის ლიანდაგიდან აცდენა გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, არც ერთი მგზავრის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მცირედი დაზიანება მიიღო სატვირთო მანქანის მძღოლმა. „დღეს, 6 სთ 50 წუთზე, ნიქოზი-გორის სარკინიგზო მონაკვეთის მე-7 კილომეტრზე გრაფიკის დაცვით მოძრაობდა მატარებელი N605, რა დროსაც სატვირთო მანქანის მძღოლმა ვერ შეძლო მანქანის დამორჩილება და ნიქოზიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ საგარეუბნო სამგზავრო მატარებელს (#605) სარკინიგზო გადასასვლელზე გვერდიდან შეეჯახა, რამაც მატარებლის ლიანდაგიდან აცდენა გამოიწვია. არც ერთი მგზავრის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ჯანმრთელობის მცირედი დაზიანება მიიღო სატვირთო მანქანის მძღოლმა. შემთხვევის ადგილზე პრობლემის აღმოსაფხრვრელად საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურები ოპერატიულად გამოცხადნენ და ყველა საჭირო სამუშაო დროულად შეასრულეს. აღნიშნულ შემთხვევას არ გამოუწვევია სხვა მატარებლების შეფერხება და ყველა მატარებელი გრაფიკის შესაბამისად გადაადგილდება“,-აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)