03:31 - 09 May, 2026
|
2017-06-11 11:21:49, 1814 ნახვა
საზოგადოება
წუხელ ძლიერი წვიმის გამო, საგანგებო სამსახურში რეგიონებიდან 437 ხოლო, თბილისში 401 გამოძახება დაფიქსირდა
ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით რეგიონებიდან სულ 437, ხოლო თბილისში 401 გამოძახება დაფიქსირდა როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, გამოძახებები ძირითადად ეზოებისა და სადარბაზოების დატბორვის შემთხვევებს შეეხებოდა. „გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ვმუშაობდით საგანგებო რეჟიმში. ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით რეგიონებიდან შემოსული არის 437 ზარი, თბილისიდან კი 401 შეტყობინება იყო შემოსული. თითოეულ შეტყობინებაზე რა თქმა უნდა მოხდა დროული რეაგირება. ძირითადად მოგვიწია წყლის ამოტუმბვის და გზის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება. ვითარება ამ ეტაპზე სტაბილურია“,-აცხადებენ სააგენტოში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)