|
2017-06-11 00:57:31, 1875 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა რადიკალურად არის შესაცვლელი
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე "Birja Mafia"-ს მხარდამჭერ საპროტესტო აქციას ვიდეომიმართვით გამოეხმაურა. კალაძის განცხადებით, ქვეყნის ნარკოპოლიტიკა რადიკალურად არის შესაცვლელი. "მინდა გამოვეხმაურო თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას და აღვნიშნო, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა რადიკალურად არის შესაცვლელი. მოხარული ვარ, რომ პრემიერმინისტრმა ამ რეფორმის დაჩქარება სთხოვა პარლამენტს. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, თითოეული ჩვენგანისთვის მიუღებელია, როცა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლის მხრიდან, თუნდაც ეჭვის დონეზე, ვუშვებთ ნარკოტიკის ჩადების შესაძლებლობას. ეს ყველაფერი წარსულში უნდა დარჩეს და დარჩება, როცა მოხდება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია და პოლიციის რეფორმის ბოლომდე მიყვანა.", - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)