|
2017-06-10 18:02:50, 1892 ნახვა
საზოგადოება
აგრარული უნივერსიტეტი Birja Mafia-ს წევრის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს
აგრარული უნივერსიტეტი, რომელშიც Birja Mafia-ს ერთ-ერთი წევრი გიორგი ქებურია სწავლობს, განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უნივერსიტეტი გამოიყენებს ყველა კანონიერ საშუალებას, რომ მხარი დაუჭიროს გიორგი ქებურიას მიმართ პროცესის სამართლიანად წარმართვას. "გიორგი საუნივერსიტეტო ცხოვრებაში არასდროს ყოფილა შემჩნეული არაეთიკურ და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში. ფაქტი, რომ ის არ მოიხმარს ნარკოტიკს, ექსპერტიზამაც დაადასტურა. საქმის გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, სამართალდამცველი ორგანოების ქმედებების მიზანმიმართულ მიკერძოებულობაში. შესაძლოა, გიორგისა და მისი მეგობრის ვიდეოკლიპი საზოგადოებაში არაერთგვაროვან შეფასებებს იწვევდეს, თუმცა რგოლი სრულად ჯდება გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში. აგრარული უნივერსიტეტი გამოიყენებს ყველა კანონიერ საშუალებას, რომ მხარი დაუჭიროს გიორგი ქებურიას მიმართ პროცესის სამართლიანად წარმართვას", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, Birja Mafia-ს წევრებს გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერები აცხადებენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)