|
2017-06-10 18:55:09, 1916 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთის „ბიზნესინკუბატორში“ პოლიმერული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა
ქუთაისში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სსიპ „ბიზნესინკუბატორში", თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, პოლიმერული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა. ,,ბიზნესინკუბატორში" იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია , აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, რომელთაც წარმოების პროცესი ,,ბიზნესინკუბატორის“ ხელმძღვანელმა – ალუ გამახარიამ გააცნო. საწარმო შეუზღუდავად ჩაიბარებს თითქმის ყველა სახის პოლიმერულ ნარჩენს. მათი გადამუშავებით იწარმოება მაღალი ხარისხის მილების რამოდენიმე სახეობა, რომლებიც შემდგომში წყლისა და გაზგაყვანილობისათვის გამოიყენება. პროექტის მიზანი იმერეთის რეგიონში მცირე ბიზნესის განვითარება, გარემოს დაცვა და დევნილთა დასაქმების ხელშეწყობაა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)