19:55 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-10 13:24:10, 2287 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ხოშტარია რეპერების დაკავებაზე: ის, რაც მოხდა, არის ზეწოლა და ტერორი

„ის, რაც მოხდა არის ზეწოლა, ტერორი, დაშინება და არანაირი კავშირი არ აქვს ამ ადამიანების ნარკოტიკების მოხმარებასთან, თუ რაიმე კანონის დარღვევასთან’’ , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარია ჯგუფ ,,ბირჟა მაფიის’’ წევრების დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

,,ეს არის პირდაპირ ვიღაცის დაკვეთით დაკავებული ადამიანების დაშინება იმიტომ, რომ ვიღაცას რაღაც არ მოეწონა. მსგავსი რამე პირველ რიგში დაუშვებელია და ეს ადამიანები უნდა გამოვიყვანოთ ჩვენ ციხიდან აუცილებლად. არავის ეგონოს, რომ ჩაცხრება ტალღა ან ვიღაცას გადაავიწყდება. ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს და გარანტიას ვაძლევ ყველას, რომ ეს ბიჭები გამოვლენ ციხიდან. აბსოლუტურად დაუშვებელია, რომ ხელისუფლებამ როდისმე გაიფიქროს, რომ განსხვავებული აზრის, გემოვნების, ან რაიმე საქციელის გამო რომელიმე მოქალაქეს მოექცევა ასე. ეს არ არის პოლიტიკური პროტესტი. მე ამ შემთხვევაში ვსაუბრობ არა როგორც პოლიტიკოსი. მე ვარ მოქალაქე, რომელიც არ დაუშვებს, რომ ამ ქვეყანაში დადგეს ასეთი უსამართლობის და ტერორის პერიოდი“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ქართული რეპ-ჯგუფის Birja Mafia-ს წევრები დააკავეს. დაკავების მიზეზად უწყებაში ჯგუფის წევრებისგან ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს ამოღებას ასახელებენ. ჯგუფ Birja Mafia-ს წევრს მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics