2017-06-10 10:33:06, 2661 ნახვა
სამართალი
ავთანდილ ხურციძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ ქართველ სპორტსმენს, ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ინფორმაცია მისი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
„დღეს ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა (რამდენიმე კვირაში გადაიხედება)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი.
ლევან მაყაშვილი შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონატის UFC-ს მებრძოლია, ხოლო ავთანდილ ხურციძე მსოფლიო ბოქსის ორგანიზაციის WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიო ჩემპიონია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან