|
2017-06-09 19:47:06, 1850 ნახვა
საზოგადოება
სუს–ი: აზერბაიჯანელი დეპუტატის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ელმან ნასიროვის განცხადებას ეხმაურება. უწყების განმარტებით, ნასიროვის განცხადება, იმის თაობაზე, რომ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის დაკავება აზერბაიჯანისა და საქართველოს სპეცსამსახურების ერთობლივი მუშაობის შედეგი იყო, სიმართლეს არ შეესაბამება. „აზერბაიჯანელი დეპუტატის ელმან ნასიროვის განცხადება იმის თაობაზე, რომ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის დაკავება იყო აზერბაიჯანისა და საქართველოს სპეცსამსახურების ერთობლივი მუშაობის შედეგი, სიმართლეს არ შეესაბამება. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს“,– ნათქვამია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)