|
2017-06-09 18:44:11, 1720 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ეროვნული არქივის პროექტი „არქივის ღია კარი“ გრძელდება
არქივების საერთაშორისო დღეს - 9 ივნისს - საქართველოს ეროვნული არქივი ახალი პროექტით - „არქივის ღია კარით" შეხვდა. 8 და 9 ივნისს დოკუმენტების საცავების დათვალიერება და იქ დაცული დოკუმენტების ნახვა ყველა დაინტერესებულმა პირმა შეძლო. ამ ტიპის პროექტი ეროვნულ არქივში პირველად ჩატარდა. ეროვნული არქივის საცავებში დაშვება მხოლოდ არქივის მცველებს აქვთ. რაც შეეხება მკვლევარებს, არქივში დაცული მასალების დედნებისა და ელექტრონული ასლების გაცნობა ცენტრალური და რეგიონული არქივების მკვლევართა დარბაზებში შეუძლიათ. „არქივის ღია კარისათვის" მომზადდა სპეციალური ტური, რომელიც წერილობითი დოკუმენტების, ფონოდოკუმენტებისა და ფოტოების საარქივო საცავების, აუდიოსტუდიის, რესტავრაციის ლაბორატორიის, პავილიონის დათვალიერებას მოიცავს. საზოგადოების დიდი დაინტერესების გამო, ეროვნული არქივი კვლავაც გაძლევთ ამ უნიკალურ შესაძლებლობას და 13 ივნისს, 15:00 საათზე კიდევ ერთ ტურზე გეპატიჟებათ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)