2017-06-09 18:07:20, 2423 ნახვა
სამართალი საზოგადოება
Birja Mafia-ს წევრს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
ჯგუფ Birja Mafia-ს წევრს მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე ბადრი შონიამ აღნიშნული გადაწყვეტილება განმარტა და აღნიშნა, რომ არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე. შესაბამისად, სასამართლომ პატიმრობის შეფარდების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.
შეგახსენებთ, რომ დაკავებულს ბრალად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება. მიხეილ მგალობლიშვილი ბრალს არ აღიარებს.
მისი ადვოკატი აცხადებს, რომ მიხეილ მგალობლიშვილის დაკავება ჯგუფის ვიდეო კლიპს და ამ კლიპში პოლიციელის გაშარჟებას უკავშირდება. ნარკოტიკული საშუალება კი როგორც ადვოკატი აცხადებს, მგალობლიშვილს პოლიციელებმა ჩაუდეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან