21:33 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-09 10:22:07, 2423 ნახვა

მსოფლიო
„ისლამური სახელმწიფო“ ჩინეთის 2 მოქალაქის სიკვდილით დასჯის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„ისლამური სახელმწიფო“ ჩინეთის 2 მოქალაქის სიკვდილით დასჯის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

შესაბამისი ცნობა დაჯგუფებასთან დაახლოებულმა სააგენტო AMAQ-მა გაავრცელა. 

ჩინეთის საგარეო საქმეთა უწყება, ამ ეტაპზე, ინფორმაციის შესწავლის პროცესშია. გავრცელებული ცნობით, ჩინეთის მოქალაქეები პაკისტანის ქალაქ ქვეტადან გაიტაცეს, სადაც ახალგაზრდები ენის შესწავლის მიზნით იმყოფებოდნენ. წყვილთან ერთად, კიდევ ერთი ჩინელი მოქალაქე იყო, თუმცა მან გაქცევა მოახერხა. 

4 ივნისს პაკისტანის სპეცდანიშნულების რაზმმა გატაცებულთა მოსაძებნად 3-დღიანი ოპერაცია დაიწყო, თუმცა მათი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics