|
2017-06-08 19:15:16, 1559 ნახვა
საზოგადოება
ჩიხრაძე: კომისიის რეკომენდაციებში ის სულისკვეთებაა ასახული, რომელიც გაწონასწორების მექანიზმების შექმნას უზრუნველყოფს
საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეხმაურება. ჩიხრაძის განცხადებით, კომისიის რეკომენდაციებში სწორედ ის სულისკვეთებაა ასახული, რომელიც ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმების შემქნას უზრუნველყოფს „ცხადია, გავეცანით ვენეციის კომისიის პირველად დოკუმენტს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ რეკომენდაციებში სწორედ ის სულისკვეთებაა ასახული, რომელიც ამ ხნის განმავლობაში გვქონდა ქართულ საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერი მიმართულებით, თუკი ასეთი ცვლილებები ხორციელდება, ის აუცილებლად უნდა უზრუნველყოფდეს წარმომადგენლობითობას, აუცილებლად უნდა უზრუნველყოფდეს ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმების შექმნას. ამ რეკომენდაციებში ადეკვატურადაა ასახული ის თემები, რომლებიც ასე აღელვებდა ქართულ საზოგადოებას ამ თვეების განმავლობაში, რაც საკონსტიტუციო კომისიამუშაობს და რაც ცვლილებებზეა საუბარი და რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელიასაბოლოო გადაწყვეტილებების მიღების დროს", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)