|
2018-12-13 15:57:35, 2367 ნახვა
რეგიონი
საჯარო სექტორის წარმომადგენლებს ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის შესახებ ტრენინგები ჩაუტარდათ
ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული სანდო მომსახურების სამართლებრივი ასპექტების, ასევე ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) პრაქტიკული დანიშნულების შესახებ საჯარო უწყებების წარმომადგენლებს ტრენინგი საქართველოს იუსტიციის საჯარო სამართლის იურიდიული პირების - მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა ჩაუტარეს. ტრენინგის მიზანი იყო საჯარო უწყებების თანამშრომლებისთვის სიახლეების გაცნობა და ცვლილებებთან დაკავშირებით მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლება, რაც შემდგომში მომხმარებლისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევას უზრუნველყოფს. ტრენინგი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ორგანიზებითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (USAID GGI) მხარდაჭერით ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 21 აპრილს მიღებულ იქნა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს ელექტრონული დოკუმენტის, ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული სანდო მომსახურების გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს. ზემოხსენებული კანონი ითვალისწინებს ნოვაციებს ქართულ სამართლებრივ სივრცეში, კერძოდ, კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ენიჭება პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა და დასაშვებად მიიჩნევა ადმინისტრაციულ და სასამართლო სამართალწარმოების პროცესში. ელექტრონულ დოკუმენტზე უარის თქმა მხოლოდ საგამონაკლისო, კერძო შემთხვევებში იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, 2019 წლის 1 იანვრიდან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება სავალდებულო ხდება ყველა იმ პირისა და ორგანიზაციისთვის, რომელსაც ადმინისტრაციულ ორგანოებთან საქმიანი ურთიერთობა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით უწევს. ინფორმაციისთვის, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აუდიტი გაიარა საერთაშორისოდ აღიარებულ აუდიტორულ კომპანიაში, რომლის დასკვნის საფუძველზე მიიღო ავტორიზაცია და ქვეყანაში ერთადერთ სანდო მომსახურების გამცემ ორგანიზაციად განისაზღვრა.
მონაცემთა გაცვლის სააგენტომ კი აამოქმედა ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) განახლებული ვერსია, რომელიც ისეთ სერვისებს აერთიანებს, სადაც საჭიროა ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის გამოყენება.
(NS)
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ავტოინდუსტრიები ელექტრომობილების წარმოშობის წესების შემსუბუქებას ითხოვენ ახალი ტარიფების რისკის გამო
სოფელ დიდგორთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
საქართველოში ბავშვების საყოველთაო ნათლობა გაიმართა
სამველ კარაპეტიანი: უკან აღარ დავბრუნდები, სომხეთში 10 წელი ვიმუშავებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)