00:48 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 15:54:46, 1756 ნახვა

საზოგადოება
არქივების საერთაშორისო დღეს საქართველოს ეროვნული არქივი ახალი პროექტით ხვდება

არქივების საერთაშორისო დღეს - 9 ივნისს - საქართველოს ეროვნული არქივი ახალი პროექტით - „არქივის ღია კარით" ხვდება.

8 და 9 ივნისს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც წინასწარ გაივლის რეგისტრაციას დოკუმენტების საცავების დათვალიერება და იქ დაცული დოკუმენტების ნახვა შეუძლია. ასეთი ტიპის პროექტი ეროვნულ არქივში პირველად ტარდება.

ეროვნული არქივის საცავებში დაშვება მხოლოდ არქივის მცველებს აქვთ. რაც შეეხება მკვლევარებს, არქივში დაცული მასალების დედნებისა და ელექტრონული ასლების გაცნობა ცენტრალური და რეგიონული არქივების მკვლევართა დარბაზებში შეუძლიათ.

„არქივის ღია კარისათვის" მომზადებულია სპეციალური ტური, რომელიც მოიცავს წერილობითი დოკუმენტების, ფონოდოკუმენტებისა და ფოტოების საარქივო საცავების, აუდიოსტუდიის, დიგიტალიზაციისა და ლაბორატორიის ოთახების, პავილიონის დათვალიერებას.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics