00:47 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 14:41:12, 1571 ნახვა

საზოგადოება
კახეთის რეგიონში გამორჩეულად მასშტაბური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა

„დელტას“ სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის საშუალებით კახეთის რეგიონში სამხრეთ-დასავლეთიდან შემოსული, გამორჩეულად მასშტაბური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა, რისთვისაც 360-ზე მეტი სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა იქნა გასროლილი.

7 ივნისის დილის საათებიდან სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა მეტეორადარიდან მიღებული ინფორმაციით  კახეთის რეგიონში სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებიდან შემომავალი ფრონტალური ღრუბლის მასები დააფიქსირა. ნალექის შემოდინება 8 ივნისის დილის საათებამდე გაგრძელდა და მაისმა საერთო ფართობმა 3985 კმ2 შეადგინა.

სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % შეადგინა, 30 მმ-მდე დიამეტრის სეტყვის მარცვლების მოსვლა საერთო ჯამში 51400 ჰექტარზე იყო მოსალოდნელი, რაც სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მიერ დაცული სახნავ-სათესი და მრავალწლიანი კულტურების მთლიანი ფართობის 19 %  შეადგენს.

7 ივნისის 12:40 საათიდან 8 ივნისის დილის 06:21 საათამდე 11 სეტყვასაშიში ღრუბლის კერა ეტაპობრივად დამუშავდა საგარეჯოს, თელავის, ყვარლის, ლაგოდეხის, სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში.  

ზემოქმედების შედეგად უმცირესი ზომის სეტყვის მარცვლები მხოლოდ ლაგოდეხის რაიონში დაფიქსირდა, ნალექის უმეტესი ნაწილი კი დანარჩენ რაიონებში წვიმის სახით ჩამოიცალა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics