|
2017-06-08 13:53:24, 1891 ნახვა
პოლიტიკა
ტუღუში მიწების გასხვისების საკითხზე: ქართულ მიწას ზურგზე ვერავინ მოიკიდებს და წაიღებს
,,ეს იყო ერთ-ერთი პოპულისტური ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან. ქართულ მიწას რეალურად ზურგზე ვერავინ მოიკიდებს და წაიღებს,-ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი ტუღუშმა მიწების გასხვისების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. ,,ერთადერთი დატვირთვა იმას, რომ უცხოელებს ჰქონდეს გარკვეული უფლებები ამით თუ მიიღებ ეკონომიკურ ეფექტს. რატომ არ აძლევენ საპარლამენტო უმცირესობას ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც მიღებული აქვთ და მე რამდენადაც ვიცი, თავად კომისია არ ეწინააღმდეგება ამას. პირიქით, რეკომენდაციაც იყო მათი მხრიდან, რომ მიიღონ ნებართვა ხელისუფლების მხრიდან, რომ ჩვენც ვნახოთ რა ჩაწერეს. იქნებ და მოსწონთ იქ ყველაფერი, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, იქ ესე არ არის. განსაკუთრებით საკითხი ეხება საპარლამენტო არჩევნების სისტემას, რომელიც როგორც მე ვიცი, გატარებულია ძალიან მკაცრ კრიტიკაში,’’ - განაცხადა გიორგი ტუღუშმა. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიღებულია ერთსულოვანი გადაწყვეტილება, რომ კონსტიტუციაში გაჩნდეს ჩანაწერი და ქართული მიწები დარჩეს საქართველოს სახელმწიფოს.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)