|
2017-06-08 13:15:57, 1523 ნახვა
საზოგადოება
საია-ში მიიჩნევენ, რომ მიწის გასხვისების კონსტიტუციით შეზღუდვა ინვესტიციებს შემცირებას გამოიწვევს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში თვლიან, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების კონსტიტუციით შეზღუდვა ინვესტიციებს შემცირებას გამოიწვევს. მესამე სექტორის იურისტის გიორგი გოცირიძის თქმით, ეს ჩანაწერი დისკრიმინაციულია და ინვესტორებს პრობლემებს შეუქმნის. "ეს არ არის უცხოელებისთვის დაწესებული რეგულირება, ეს იქნება ბლანკეტური აკრძალვა და ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ვისაუბროთ რაიმე სახის ბიზნეს ინვესტიციების მოზიდვაზე, როდესაც პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში უცხოელი მაინც ვერ გახდება მიწის მესაკუთრე. ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი, არა მარტო იმ თვალსაზრისით, რომ ხდება უცხოელების დისკრიმინაცია საკუთრების უფლებასთან მიმართებაში და თავად კონსტიტუციით აღიარებული თანასწორობის პრინციპთან მოდის ამგვარი ბლანკეტური მიდგომა წინააღმდეგობაში, ეს ასევე საფრთხეს შეუქმნის ინვესტიციების მოზიდვას პირველ რიგში სასოფლო სამეურნეო სექტორში", - განაცხადა გიორგი გოცირიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერი გახდება მტკიცე გარანტია, რომ ქართული მიწები საქართველოს სახელმწიფოს დარჩეს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)