02:45 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-07 14:28:27, 2174 ნახვა

კომენტარი
ბესელია: გიორგი ბადაშვილის შესაძლებლობების გამოყენება ძალიან კარგი იქნება პროკურატურისთვის

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას შეფასებით, გიორგი ბადაშვილის შესაძლებლობების გამოყენება ძალიან კარგი იქნება პროკურატურისთვისაც და საერთო საქმისთვისაც.

"გიორგი ბადაშვილს საკითხების გადაწყვეტა და არც ერთ სამართლებრივ პრობლემურ საკითხებზე ღიად საუბარი არ უჭირს", - აღნიშნა ბესელიამ.

კითხვაზე უკავშირდება თუ არა პროკურატურაში განხორციელებული ცვლილებები ოთარ ფარცხალაძესა და ლაშა თორდიას საქმეს, დეპუტატმა აღნიშნა, რომ „ამ ლეგენდას“ ვერ დაადასტურებს. 

„ამ მითს და ლეგენდას ნამდვილად არ და ვერ დავადასტურებ, მაგრამ ძალიან გულწრფელად შემიძლია გითხრათ, ვიცნობ რა ძალიან კარგად გიორგი ბადაშვილს, როდესაც მთავარ პროკურორად დაინიშნა, დაიწყო სრულიად ახალი ეტაპი, გახსნილი, ღია თანამშრომლობის და ყველა პრობლემურ საკითხზე სრულიად ვთქვათ დაუფარავად, დისკუსიისა და საკითხების გადაწყვეტის", - აღნიშნა ეკა ბესელიამ. 

ცნოსბითვის, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი ბადაშვილი დაინიშნა.  მთავარი პროკურორის მოადგილის დანიშვნის ბრძანებას ხელი დღეს  მოეწერა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics