23:50 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-07 13:07:08, 1729 ნახვა

საზოგადოება
ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისთვის "ჯანსაღი ცხოვრების კვირეული" მოეწყობა

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ამ მიმართულებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისთვის, მიმდინარე წლის 8-11 ივნისს  „ჯანსაღი ცხოვრების კვირეული“ მოეწყობა.

თბილისის მერიის ინფორმაციით,   კვირეული სამგორის რაიონის  გამგეობის ორგანიზებით ტარდება. 

მათივე ცნობით, ღონისძიება  8 ივნისს, 19:00 საათზე, ვარკეთილის მე-3 მასივში, 108-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება. ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა სპორტული აქტივობები მოეწყობა. 

დღის ბოლოს კი, ღია ცის ქვეშ ცნობილი ქართული ბენდების,  „ქიმერა“, „არა“, „პულსი“ მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.  

9 ივნისს, 17:00, თემაზე ჯანსაღი ცხოვრების წესი, ვარკეთილის მედიათეკაში,  ნახატებისა და ფოტოების გამოფენა/კონკურსი ჩატარდება. 

გამარჯვებულებს  სამახსოვრო პრიზები და მედიათეკის საწევრო ბარათები გადაეცემათ. 

10 ივნისს ექსტრემალური სპორტის სახეობების წარმოდგენა და ჯანსაღი ცხოვრების თემატიკაზე საზაფხულო კინოჩვენება მოეწყობა.

11 ივნისს, 12:00 საათზე, გარდაბნის გზატკეცილზე კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება და მინი მარათონი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას სკოლის მოსწავლეები მიიღებენ. 
სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებულ ახალგაზრდებს  სასაჩუქრე ბარათები გადაეცამათ.  

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics