03:48 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-07 11:51:03, 2259 ნახვა

სამართალი კომენტარი
მუსტაფა ჩაბუქის მეუღლე: გვითხრეს, რომ ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებით პასუხი 10 თვეში იქნება

დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლის თუბა ჩაბუქის განცხადებით, ლტოლვილთა სამინისტრო მისი მეუღლის ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, 10 თვეში მიიღებს.

თუბა ჩაბუქმა აქციის მონაწილეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მთავრობას სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.

„მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს და ყველას, ვინც აქ შეიკრიბა. თქვენი თანადგომა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამდენი შეკრებილი ადამიანი იმედს მაძლევს, რომ ჩემი ქმარი გადარჩება და ყველაფერი კარგად იქნება. მინდა სამართლიანობამ გაიმარჯვოს და სწორედ ამას ვითხოვ. რა თქმა უნდა არ მინდა, რომ ჩემი ქმარი თურქულ მხარეს გადასცენ. ლტოლვილთა სამინისტროს მივმართეთ და მოვითხოვეთ სტატუსის მინიჭება. როგორც გვითხრეს 10 თვეში იქნება პასუხი და კარგის იმედი გვაქვს“, - განაცხადა თუბა ჩაბუქმა.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციასთან მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics