23:50 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-06 16:38:22, 1881 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ლიგა - უხვგოლიანი მეშვიდე ტური

ორკვირიანი შესვენების შემდეგ, “მოყვარულთა თასი 2017”-ის ფარგლებში,  3-4 ივნისს თბილისის ლიგა განახლდა. უმაღლესი ლიგის ტური უჩვეულოდ უხვგოლიანი და დაძაბული გამოდგა.

ცენტრალურ შეხვედრაში  „სსგ აფხაზეთმა“  მოულოდნელად,  იოლად, 5:1 სძლია ერთ-ერთ გამოკვეთილ ლიდერ  „სეუს“  და მეორე ადგილზე გადაინაცვლა.  „უქიმერიონმა“  5:4 იმარჯვა  „35-ე თბილისთან“  და ამ გამარჯვებით პირველი ადგილი გაიმყარა. ტურის გამორჩეული ფეხბურთელი  „ნახალოვკას“  ნახევარმცველი გიორგი ჩივაძე გახდა.

პირველ ლიგის ცენტრალურ შეხვედრებში ლიდერმა „დადიანმა“  „გლდანთან“  3:0 იმარჯვა. ხოლო, „ქომაგებმა” 2:0 „ სკ ვენდისთან“. ტურის გამორჩეული ფეხბურთელი  „დადიანის“ შემტევი ბექა ხარატიშვილი გახდა.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“, ინტერნეტ პორტალები: „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“.

თბილისის ლიგის მხარდამჭერია თბილისის მერია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics