23:09 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-06 15:15:52, 1698 ნახვა

საზოგადოება
ქობულეთის ქუჩაზე შიდა-წყალკანალიზაციის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ქობულეთის 3/15-ში შიდა წყალ-კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, დაზიანებული ქსელის გამო კანალიზაციიდან ამოსული წყალი არა მარტო ქობულეთის ქუჩაზე, არამედ მიმდებარე შროშის ქუჩაზე სისტემატურად მიედინებოდა. 

მათივე ინფორმაციით, რეაბილიტაციის შედეგად, პრობლემა ქობულეთის 3/15-ის 95 ოჯახს და შესაბამისად, შროშის ქუჩის მაცხოვრებლებსაც მოუგვარდება. 

სამუშაოების დაფინანსების ბრძანება მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ გადასცა.

 აღნიშნულ მისამართზე შიდა წყალ-კანალიზაციის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულებაა 43 224 ლარი.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics