02:36 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-06 12:36:05, 2470 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთის შეძენა ნებისმიერი ბარათით იქნება შესაძლებელი

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის უნივერსალური სისტემა დაინერგება.

როგორც მერმა აღნიშნა, გადახდის უვივერსალური სისტემა როგორც მოსახლეობისთვის ასევე ტურისტებისთვის მოსახერხებელი იქნება.

„ჩვენ სულ მალე გამოვაცხადებთ კონკურსს, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ მეტროს ბარათების მეშვეობით გადახდის უზრუნველყოფას, არამედ პლასტიკური ბარათებითაც იქნება გადახდა შესაძლებელი. სხვადასხვა ბანკის ბარათების გამოყენება იქნება შესაძლებელი, რაც ტურისტებისთვისაც და ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც ძალიან მოსახერხებელია“, - განაცხადა ნარმანიამ.

რაც შეეხება გადახდის ახალი სისტემის ამოქმედების დროს, დავით ნარმანიას თქმით, ეს დედაქალაქის მთავრობის ხვალინდელ სხდომაზე გახდება ცნობილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics