|
2017-06-05 21:24:26, 2065 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ტერიტორიაზე ხვალ +32-დან +34 გრადუსამდე სითბოს პროგნოზირებენ
საქართველოს ტერიტორიაზე მომდევნო დღეების განმავლობაში მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ივნისს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +32 გრადუსი სითბო იქნება, შესაძლებელია ხანომკლე წვიმა ელჭექით, 7 ივნისს +34 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, ხოლო 8 ივნისს +32 გრადუსსა და მცირე წვიმას ვარაუდობენ. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში შედარებით დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. დედაქალაქ თბილისში 6 ივნისს +31 გრადუსი სითბო იქნება, შესაძლებელია ხანომკლე წვიმა ელჭექით, 7 ივნისს ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ასევე შესაძლოა იწვიმოს, 8 ივნისს +31 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, 6 ივნისს, დასავლეთ საქართველოშიც მაღალი ტემპერატურა იქნება. ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება. დღის განმავლობაში შესაძლებელია მცირე წვიმა. 7-8 ივნისს კი +29 გრადუსი სითბო დაფიქსირდება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)