18:33 - 07 Jun, 2026
|
2017-06-05 18:22:44, 824 ნახვა
რეგიონი
რუსმა ოკუპანტებმა, ბერშუეთთან ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ბერშუეთიდან 35 წლის მიხეილ ბიძინაშვილი გაიტაცეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. „ექსპრესნიუსის“ დეტალების გასარკვევად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. უწყებაში დაკავების ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული პირის გასათავისუფლებლად მუშაობა მიმდინარეობს. "აღნიშნული პირი დაკავებულია ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საერთაშორისო ორგანიზაციები. აღნიშნული პირის გასათავისუფლებლად მიმდინაროებს მუშოაბა", - აცხადებენ სუს-ში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)