22:29 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-05 16:11:03, 2153 ნახვა

სამართალი
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლესა და შვილს დაცვა დაენიშნათ

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ოჯახის ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, მუხთარლის ოჯახის წევრებს დაცვა დაენიშნათ და განგაშის ზარის გამოყენების უფლება მიენიჭათ.

ამის შესახებ არჩილ ჩოფიკაშვილმა ძველი თბილისის პოლიციის პირველი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

ჟურნალისტის ოჯახის წევრები და ადვოკატი იმ ორი მოწმის დაცვასაც ითხოვენ, რომლებიც შემთხვევამდე მუხთარლისთან ერთად იმყოფებოდნენ, თუმცა პოლიციას ამაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

ოჯახი ასევე საქმის გამოძიებას გენერალურ პროკურატურას სთხოვს, რადგან მათ აქვთ ეჭვი, რომ ჟურნალისტის აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემაში ქართველი სამართალდამცავები მონაწილეობდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics