2017-06-05 13:47:51, 2490 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ Global Finance-მა ფასიანი ქაღალდების მომსახურების კუთხით საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა
„საქართველოს ბანკმა“ საერთაშორისო გამოცემის Global Finance-ის ჯილდო მიიღო.
როგორც „ექსპრესნიუსს“ ბანკიდან აცნობეს, Global Finance-მა მსოფლიოს მასშტაბით, საუკეთესო ბანკები გამოავლინა, საქართველოს ბანკი კი 2017 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა - საქართველოში ფასიანი ქაღალდების მომსახურების კუთხით.
ცნობისთვის, კაპიტალის ბაზრების შესახებ წამყვანი საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის 1987 წელს დაფუძნდა და 192 ქვეყანაში ყავს მკითხველი. ყოველწლიურად, Global Finance ასახელებს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს მსოფლიოს მასშტაბით. Global Finance-ის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში და აქვს ოფისები ლონდონსა და მილანში.
(R)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან