|
2017-06-05 13:30:25, 1745 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მე-10 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოავლინეს
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიისა და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, 31 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართა. თბილისის მერიის ინფორმაციით, 4 ივნისს, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე თბილისის მერიის ბიგ ბენდის კონცერტის შემდეგ ფესტივალის საერთაშორისო ჟიურის წევრებმა გამარჯვებულები გამოავლინეს: საუკეთესო ანიმაციური ფილმი: მარწყვის დღეები / სლოვაკეთი, საუკეთესო დოკუმენტური ფილმი: ტაიმორის შოუ / ისრაელი, საუკეთესო მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი: ბიზნესი / არგენტინა, ჟიურის პრიზი: ფანჯარა / იტალია ასევე გაიცა სპეციალური დიპლომები იმ სპეციალობების მიხედვით, რომლებიც ისწავლება მსოფლიო კინოსკოლებში: რეჟისურა: სართული X / გერმანია; ხმის რეჟისურა: მახლობლად / პოლონეთი ოპერატორის ნამუშევარი: დანაშაულებრივი მიზანი / ჩინეთი მონტაჟი: თავშეყრის შემდეგ / ფინეთი; სცენარი: დონორი / საქართველო Best Animation Strawberry Days by Eva Sekeresova / Slovakia Best Documentary Timor’s Show by Tamara Mamon / Israel Best Fiction Business by Malena Vain / Argentina Jury Prize THE WINDOW by Silvia Perra / Italy Directing Etage X by Francy Fabritz / Germany Sound Beside Oneself by Karolina Specht / Poland Camera Malice Justice by MA Chuan / China Editing Luokkakokouksen jälkeen (after the reunion) by Inka Lahti / Finland Screenplay Donor by Tedo Dolidze / Georgia 2017 წლის ფესტივალის პროგრამაში 19 ქვეყნის კინოსკოლის 38 ფილმი იყო, მათ შორისაა - აშშ, გერმანია, არგენტინა, იტალია, ჩინეთი, საფრანგეთი, ფინეთი, პოლონეთი, პორტუგალია, რუსეთი, ესპანეთი, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, რუმინეთი, სამხრეთ აფრიკა, სლოვაკეთი, ბელგია და საქართველო. 2017 წლის ფესტივალის ჟიურის წევრები იყვნენ: თეატრისა და კინოს ქართველი მსახიობი ნინო კასრაძე; ინდოელი კინორეჟისორი, სცენარისტი და პედაგოგი აშვინ მალიქი; ისრაელის კინოინდუსტრიის აქტიური წევრი, პროდიუსერი ეითან ევანი; ლიტველი პროდიუსერი რამუნას პავილინსკასი; ირანელი კინემატოგრაფსტი, კარნამეს ხელოვნებისა და კულტურის ინსტიტუტის დამფუძნებელი და ბორდის წევრი ალირეზა სოლტანიში. ფესტივალს ასევე ჰყავდა საპატიო სტუმარი იერჟი რუჟინსკი, ოპერატორი, რომელიც მუშაობდა ანდჟეი ვაიდასთან და კშიშტოფ კისლიოვსკისთან. ფესტივალი 31 მაისს გაიხსნა ცნობილი ქართველი რეჟისორის გიორგი ოვაშვილის სტუდენტური/სადიპლომო ნაშრომის „ვაგონეტი“ ჩვენებით. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)