|
2017-06-05 10:47:41, 2096 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი: აშშ მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად ერევა სხვა ქვეყნების საარჩევნო კამპანიაში
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები, მსოფლიოს მასშტაბით, სხვა ქვეყნების საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ერევა. როგორც პუტინმა ტელეკომპანია NBC- თან ინტერვიუში აღნიშნა, "მსოფლიო რუკაზე, სადაც არ უნდა დაადო თითი, ყველგან შეიძლება მოისმინო საჩივარი აშშ-ის ოფიციალური პირების ჩარევისა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში". "პრეზიდენტები მოდიან და მიდიან, პარტიებიც კი იცვლება ხელისუფლებაში, თუმცა არ იცვლება მთავარი პოლიტიკური ხაზი. ამიტომ, ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება აშშ-ის სათავეში, დაახლოებით ვიცით რა მოხდება", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. ამასთან, პუტინის თქმით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენას ახდენდა. რაც შეეხება აშშ-ში რუსეთის ელჩის სერგეი კისლიაკისა და ტრამპის ადმინისტრაციის წევრის შეხვედრას, პუტინმა აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრების შესახებ ინფორმირებული არ არის. "თქვენ რა გგონიათ , მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან რისეთის ელჩები, მათ შორის ამერიკაში რუსეთის ელჩიც ყოველდღე მირეკავენ და მეუბნებიან ვის ხვდებიან და ვის არა?! მე არ ვიცოდი ამ შეხვედრების შესახებ. უბრალოდ დაფიქრდით რას ამბობთ. გგონიათ, ამისთვის დრო მაქვს?!", - დასძნა პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან მაიკლ ფლინთან შესაძლო კავშირებიც უარყო. "მე მას არ ვიცნობ. ერთ-ერთ ფორუმზე ერთ მაგიდასთან ვისხედით, სხვადასხვა თემებზე ვისაუბრეთ, შემდეგ მე წავედი. უკვე მერე გავიგე თუ ვინ იყო ეს ადამიანი და რა სავარაუდო კავშირებზე მიდის საუბრები. მგონია, რომ თქვენი ცხოვრება მოსაწყენია, რადგან ძალიან კრეატიულები ხართ მსგავსი რამეები, რომ მოიფიქროთ", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა. კითხვაზე - რა კავშირი აქვს ვლადიმერ პუტინს დონალდ ტრამპთან და აქვს თუ არა კრემლს აშშ-ის პრეზიდენტზე შედგენილი ე.წ. შავი დოსიე, პუტინმა აღნიშნა, რომ ტრამპთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს. "ტრამპი ადრე მოსკოვშ ჩამოდიოდა, თუმცა მასთან არასდროს მქონია შეხვედრები. ახლაც მოსკოვში ბევრი ბიზნესმენია ჩამოსული ამერიკიდან, გგონიათ, რომ ყველას ვიცნობ და ყველაზე რამე მასალა მაქვს შეგროვებული?! რა სისულელეა. გგონიათ, რომ ტრამოთან რამე განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს?! საერთოდ არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს მასთან. საერთოდ როგორ ხართ მანდ?! რუსეთი დემოკრატიის განვითარების გზაზეა. რატომ გგონიათ, რომ გაქვთ უფლება ყოველთვის გვითხრათ, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ?! მივიღებთ შეფასებებს, კომენტარებს, იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი იქნება მიმართული ურთიერთობების დალაგებისკენ, მაგრამ არა იმ შემთხვევაში, რო, ნეგატიურად იმოქმედოთ და ჩვენი პოლიტიკა გააკრიტიკოთ", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)