|
2017-06-03 13:11:56, 1811 ნახვა
საზოგადოება
ჰოლანდიის უნივერსიტეტის HAS და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტი იწყება
ჰოლანდიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის HAS (University of Applied Sciences) წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორს, ლევან უჯმაჯურიძეს შეხვდნენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე შეთანხმდნენ. ჰოლანდიის უნივერსიტეტი HAS, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად საბაკალავრო სასწავლო პროგრამის - საერთაშორისო ფერმერული მენეჯმენტი - განხორციელებას იწყებს. პროგრამის პრაქტიკულ ნაწილს, სტუდენტები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზებზე გაივლიან. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის დირექტორის, ლევან უჯმაჯურიძის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყობს ხელს, რადგანაც ახალგაზრდა პროფესიონალი კადრების მომზადება მნიშვნელოვანია დარგის გრძელვადიანი განვითარებისთვის. ამასთან, პროგრამა ფერმერებისთვის ექსტენციის კომპონენტსაც ითვალისწინებს. ფერმერები მიიღებენ კონსულტაციებს და შეძლებენ სწორად განავითარონ საკუთარი ფერმერული მეურნეობა. მისი თქმით, აუცილებელია ფერმერმა იცოდეს საერთაშორისო და ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნები, საჭიროებები და საკუთარი მეურნეობის სწორი დაგეგმარება. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჰოლანდიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე ვაზის იშვიათი ჯიშების კოლექცია დაათვალიერეს და ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდებს გაეცნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)