02:23 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-02 19:26:45, 2181 ნახვა

პოლიტიკა
ჰერმანი მუხთარლის საქმეზე: ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს და გვაქვს მოლოდინი, რომ ეს საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი

 „ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს და გვაქვს მოლოდინი, რომ ეს საკითხი გაირკვევა“,-ასე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს.

 ჰერმანის განცხადებით, არის მოლოდინი, რომ ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.

"ვუერთდები იმ წუხილსა და გამონათქვამებს, რომელიც ეხება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს. ჩვენ ვამბობთ, რომ ის აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტია. ის აზერბაიჯანელია, მაგრამ საქართველოში ცხოვრობდა. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს და ვიგებთ ინფორმაციას, რომელსაც საზოგადოებას აწვდიან მთავრობა, არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიები. გვაქვს მოლოდინი, რომ ფაქტები დადგინდება და ეს საკითხი გაირკვევა", - განაცხადა ჰერმანმა. 

ჰერმანის განცხადებით, დასაფასებელია საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა, დაიცვას ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტი. 

„ნამდვილად წუხილს გამოვთქვამთ ამ ფაქტთან დაკავშირებით, ასევე ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით ამ ფაქტს და იმედი გვაქვს, რომ საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი. პირველ რიგში, უნდა დადგინდეს ფაქტები სრულად და ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი ნებისმიერი დასკვნის გაკეთება", - განაცხადა ჰერმანმა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics