|
2017-06-02 12:59:57, 1889 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება
თბილისის მერის მოადგილემ გიგა ნიკოლეიშვილმა და ვაკის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ რაიონში მიმდინარე და დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის 16-25 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით სკვერში უკვე დაიგო ახალი ფილები, მოეწყო საფუძველი საბავშვო ატრაქციონებისთვის. იგეგმება ასევე ახალი სკამების, სანაგვე ურნების, ფანჩატურის, საბავშვო ატრაქციონების დამონტაჟება. ტერიტორია გამწვანდება. გარდა ამისა, ვაჟა-ფშაველას VI კვარტლისI კორპუსთან არსებულ სკვერში მიმდინარეობს სავარჯიშო ტრენაჟორების მოედნის მოწყობა. გადახურულ მოედანზე 10 ტრენაჟორი დამონტაჟდა. პოლიტკოვსკაიას 41-ში კიშიდა ეზოს გზის რეაბილიტაციასრულდება -ასფალტის საფარი 2155 მ2 ფართობზე დაიგება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)