|
2017-06-02 11:59:41, 2586 ნახვა
კომენტარი მსოფლიო
პუტინი: „პატრიოტი ჰაკერები“, შესაძლოა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარეულიყვნენ
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, „პატრიოტი ჰაკერები“, შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარეულიყვნენ. BBC-ის ინფორმაციით, რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ არც ერთ ჰაკერს რუსეთის ხელისუფლება მხარს არ უჭერდა. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჰაკერული თავდასხმა, შესაძლოა, რუსეთიდან განხორციელებულიყო. რუსეთის პრეზიდენტმა ჰაკერები მსახიობებს შეადარა. პუტინის შეფასებით, მათ რუსეთის სასარგებლოდ „ითამაშეს“. „თუ ისინი იყვნენ პატრიოტები, მათ იმოქმედეს იმ გზით, რომელიც ჩათვალეს, რომ სწორი იყო და იბრძოლეს იმათ წინააღმდეგ, ვინც რუსეთზე ცუდს ამბობდა. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ ჩარევა არ მომხდარა მთავრობის დონეზე. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ არცერთ ჰაკერს არ შეუძლია გავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნის ამომრჩევლის გონებაზე“, - აღნიშნა პუტინმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთი ყოველთვის უარყოფდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას, თუმცა მსგავსი ბრალდებები მუდმივად ჟღერდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)