20:52 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-02 10:40:47, 1970 ნახვა

სამართალი
გიორგი მღებრიშვილი უკრაინის შს მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდა

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, სერგეი იარავოის შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, სერგეი იარავოი, უკრაინის პოლიციის დელეგაციასთან ერთად, თბილისს სპეციალურად პოლიციის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დასასწრებად ეწვია.

გიორგი მღებრიშვილმა შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 „უკრაინა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყანაა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უკრაინის მხარესთან თავის კომპეტენციაში შემავალ ყველა ძირითად სფეროში გაფორმებული აქვს საერთაშორისო ხელშეკრულებები. ახლა უკვე მთავარია, მოვახდინოთ ამ ხელშეკრულებების იმპლემენტაცია და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შეხვედრაზე საქართველოს შს მინისტრმა უკრაინის შს მინისტრის პირველ მოადგილეს უწყებაში ბოლო პერიოდში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, მათ შორის, კრიმინალური პოლიციის რეფორმირების, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციისა და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის პროექტები, ასევე, შსს-ს მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი.

გიორგი მღებრიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს შსს-ს აკადემიის საერთაშორისო ტრენინგ-პროექტზეც, რომლის ფარგლებშიც, რეგიონისა და მეზობელი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან სხვადასხვა სტრატეგიულ საკითხზე ერთობლივი სწავლებები განხორციელდება, რაც ხელს შეუწყობს, დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის უზრუნველყოფისთვის, ერთიანი მიდგომის შემუშავებას, ასევე, მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარებას.

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics