|
2017-06-01 12:41:20, 862 ნახვა
რეგიონი
ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ბავშვთა დაცვის დღე უფასო სამედიცინო აქციებით აღინიშნება
მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე უფასო სამედიცინო კონსულტაციებითა და კვლევებით აღინიშნება. აქციის მიმდინარეობის პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მინისტრის პირველი მოადგილე ლელა სურმანიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები გაეცნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აქციის ფარგლებში გათვალისწინებულია ნევროლოგის, ნეფროლოგის, პედიატრის, ორთოპედის, კარდიოლოგის, დერმატოლოგის, ალერგოლოგისა და ოტოლარინგოლოგის უფასო კონსულტაციები და გასინჯვები. მათივე ცნობით ,საჭიროების შემთხვევაში ხორციელდება სისხლის და შარდის საერთო ანალიზები და კარდიოექოსკოპია. ასევე, ტარდება ქალთა გინეკოლოგიური გასინჯვები და ექოკსოპია. აქცია 16:00 სთ-მდე გაგრძელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)