20:17 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-01 10:44:43, 1863 ნახვა

საზოგადოება
31 მაისს სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ კახეთში შემომავალი მასშტაბური ფრონტალური ღრუბლის მასები დაამუშავა

ამ დროისთვის სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ კახეთის მთელი რეგიონის მასშტაბით უკვე დაამუშავა 2000 კმ2-ზე მეტი საერთო ფართობის მქონე ფრონტალური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები.

რეგიონში ღრუბლის მასები სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან შემოვიდა და თან შემოიტანა უკვე ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლები, რომელთა ზომა აღემატებოდა 35 მმ-ს.

სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მიერ სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებით ზემოქმედება განხორციელდა კახეთის 5 რაიონში: თელავში, სიღნაღში, საგარეჯოში, ლაგოდეხში და გურჯაანში.

კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80%-ზე მეტი შეადგინა, თუმცა აქტიური ზემოქმედების შედეგად, რეგიონში შემოსული ჩამოყალიბებული სეტყვასაშიში ნალექი ნაწილობრივ ხორხოშელისა და ნაწილობრივ ბრტყელი წვიმის სახით ჩამოიშალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics