|
2017-05-31 16:53:44, 2381 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირაკლის სესიაშვილი: აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან დაკავშირებულმა ფაქტმა სახელმწიფო ინტერესები დააზიანა
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლისთან დაკავშირებულმა ფაქტმა სახელმწიფო ინტერესები დააზიანა. სესიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება მალე დასრულდება. „მთავარია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფო ინტერესები დაზიანდა, მე ვიტყოდი, რომ ეს არის უკვე სახელმწიფოს ღირსების საკითხი ამიტომ ყველას, პოლიტიკური ინტერესების თუ სხვა მიზნებისთვის თითს იშვერს ქართული სპეცსამსახურების მიმართულებით, უნდა ჰქონდეთ გააზრებული, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფო ინტერესები დაზიანდებოდა. ქართული ოცნების პოლიტიკური სტანდარტი არ არის ვინმეს გატაცება და ისეთ სკანდალებში გახვევა, რომელიც საერთაშორისო დონეზე ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ყველას განსაკუთრებული ინტერესი გვაქვს, იმედი გვაქვს, რომ გამოძიება ძალიან მალე დასრულდება“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში გუშინ გაუჩინარდა. მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაიევის და მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის თქმით, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აფგან მუხთარლი, ბაქოში მალულად გადაიყვანეს. ადვოკატის ცნობით, ჟურნალისტი საქართველოდან ნაცემ მდგომარეობაში გადაიყვანეს. ცნობისთვის, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის ინავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)