|
2017-05-31 12:07:30, 2477 ნახვა
სამართალი კომენტარი
შოთაძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე საქართველოში გარკვეული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს
მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შოთაძის თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე დეტალებზე ვერ ისაუბრეს. ამასთან, შოთაძე არ საუბრობს, როგორ დატოვა მან ქვეყანა, როდესაც თან არ ჰქონდა საიდენტიფიკაციო დოკუმენტები. „მე ვერ გეტყვით როგორ დატოვა მან ქვეყანა. მე შემიძლია გითხრათ, რომ შსს-ში დაწყებული გამოძიება. მიმდინარეობს ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება. თუმცა, ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ყველაფერს გაარკვევს გამოძიება“, - აღნიშნა შოთაძემ. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა საქართველოში რომელიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, შოთაძემ უპასუხა, რომ გამორიცხული არაფერია. ცნობისთვის, შსს-მ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო. შეგახსენებთ, 29 მაისს თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი, აფგან მუხთარლი გაუჩინარდა. მოგვიანებით დადგინდა, რომ იგი პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე, აზერბაიჯანში გადაიყვანეს. აფგან მუხთარლი ამჟამად ბაქოშია დაპატიმრებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)