00:31 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-30 16:35:43, 1921 ნახვა

პოლიტიკა
„რესპუბლიკური პარტია“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ერთ ბლოკად იბრძოლებენ

„რესპუბლიკური პარტია“ და თავისუფალი დემოკრატები“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ერთობლივი ძალისხმევით, ერთ ბლოკად იბრძოლებენ .

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „რესპუბლიკური პარტიისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებმა განაცხადეს.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის შალვა შავგულიძის განმარტებით, ერთნაირი ხედვების და პარტნიორობის კარგი გამოცდილების გამო, ეს ორი პარტია ერთად უფრო დიდ ძალას წარმოადგენს, ვიდრე ცალ-ცალკე

„ჩვენ გაგვაჩნია ერთნაირი ღირებულებები, ამასთან თანამშრომლობის და პარტნიორობის მნიშვნელოვანი და საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილება. „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და „რესპუბლიკელებმა“ გადავწყვიტეთ,  რომ ერთიანი საარჩევნო ბლოკის სახით წარვსდგეთ ამომრჩევლის წინაშე,“- განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ამასთან, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის თქმით,  ორივე პარტია ერთი იდეოლოგიისაა. სამნიძე ამბობს, რომ  აქვთ მსგავსი ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს მომავალი და ამიტომაც გაერთიანდნენ ერთ ბლოკად.

„რესპუბლიკელებს და დემოკრატებს გვაქვს თანამშრომლობის ხანგრძლივი გამოცდილება. ჩვენ ვართ ერთი იდეოლოგიის პარტია და გვაქვს მსგავსი ხედვა, როგორი უნდა იყოს საქართველოს მომავალი. სწორედ ამიტომ, ჩვენმა მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო და ჩვენ გავერთიანდით ერთ ბლოკად “, –აცხადებს ხათუნა სამნიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics