17:59 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-30 11:45:07, 2024 ნახვა

სამართალი
უჩა ნანუაშვილი: კიდევ ერთ შანსს მივცემ სასამართლოს, შემდეგ სხდომამდე კარგად მოემზადონ

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი უარყოფითად აფასებს მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, მას ე.წ. ციანიდის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება არ მიეცა.

ნანუაშვილის თქმით, მოსამართლემ მას უთხრა, რომ არ აქვს საფუძველი რომელიმე ნორმა მიუთითოს იმისათვის, რომ განხილვის პროცესზე პირის დასწრება უზრუნველყოს.

„შემომთავაზა, რომ იქნებ შემდეგ სხდომამდე, რაღაცნაირად ორივე მხარემ ვიფიქროთ იმ საფუძველზე, რომელი საფუძვლის შესაბამისადაც, შესაძლებელია სახალხო დამცველის დასწრება ამ დახურულ პროცესზე იყოს უზრუნველყოფილი. გავუმეორე, რომ არსებობს ორგანული კანონი, რომელიც სხვა კანონებზე საკმაოდ მაღლა დგას. სახალხო დამცველის დასწრება მსგავს პროცესზე არსად აკრძალული არ არის. ასევე, სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს მთლიანად ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას, მათ შორის ხელისუფლების ორგანოებში და სასამართლო დარბაზებში. ერთგვარი კაზუსიც არის გეთანხმებით, თუმცა სახალხო დამცველს გააჩნია უფლებამოსილება, მას ჰქონდეს წვდომა, მათ შორის გარკვეულ საიდუმლო ინფორმაციაზე“, - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

მისივე შეფასებით, მოსამართლემ კანონი დაარღვია.

„კიდევ ერთ შანსს მივცემ სასამართლოს, რომ შემდეგ სხდომამდე კარგად მოემზადონ ამ საკითხთან დაკავშირებით“,- აღნიშნა ომბუდსმენმა და იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო სასამართლო სხდომაზე სახალხო დამცველს დასწრების საშუალება მიეცემა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics