|
2017-05-29 23:10:46, 1823 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ფუნიკულიორმა პანელური დისკუსია - „ბუნების ეკონომიკას“ უმასპინძლა
საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ და გერმანიის საელჩომ საქართველოში, 24 მაისს, ოთხშაბათს, საღამოს 7 საათზე, კომპლექს „ფუნიკულიორის“ მე-3 სართულზე- ბუნების ეკონომიკის შესახებ მაღალი კლასის პანელური დისკუსია გამართა. დებატები ეძღვნებოდა კითხვას: „შესაძლებელია თუ არა საქართველოს ეკონომიკის ზრდა ბუნებაზე ზრუნვის გარეშე?“ დისკუსიაში მონაწილეობდნენ, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ადგილობრივ მონაწილეებს საერთაშორისო გამოცდილებას გაუზიარეს პავან სუხდევი — TEEB-ის (The Economy of Ecosystems and Biodiversity) მეთოდოლოგიის ფუძემდებელი და კავიტა შარმა — TEEB საქართველოში განხორციელებული საცდელი კვლევის კოორდინატორი. „ბუნების ეკონომიკის“ სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდნენ ეკონომიკური ლიდერები, ფინანსური ექსპერტები, ეკონომიკის და გარემოს დაცვითი ფაკულტეტების სამაგისტრო სტუდენტები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. დისკუსიის მიზანია გადაწყვიტოს, არსებობს თუ არა საერთოდ ქართულ ეკონომიკაში ბუნების დაცვასთან კავშირის დილემა და რა როლი შეიძლება ითამაშონ ბიომრავალფეროვნების და ეკოსისტემების სერვისებმა საზოგადოების ეკონომიკური ღირებულებების ჩამოყალიბებაში. პანელური დისკუსიის კონცეფცია TEEB-ის მიერ საქართველოში განხორციელებული საცდელი კვლევის მიგნებებს ემყარება და ბიომრავალფეროვნების და ეკოსისტემების სერვისების ეკონომიკური მნიშვნელობის ხაზგასმას ისახავს მიზნად. დისკუსიის ფარგლებში აქცენტირებული იქნება დამოკიდებულება განვითარების მიზნებს, ადამიანის კეთილდღეობასა და ეკოსისტემების სერვისებს შორის. მონაწილეები იმსჯელებენ „მწვანე ეკონომიკაზე“ — როგორც ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელ, მდგრადი განვითარების ახალ ხელსაწყოზე.
13.03.2017 საკონტაქტო პირი: თეონა ბაღდავაძე, კომპანია key communications მობ.: 597-970353 ელ-ფოსტა: teonabagdavadze@gmail.com (NS)
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)