|
2017-05-29 17:19:16, 1845 ნახვა
კომენტარი
თეოლოგი: ქარჩავა ცდილობდა, სამაგისტრო ნაშრომი გადაწერით გაეკეთებინა, ეს შევამჩნიე და თანამშრომლობაზე უარი ვუთხარი
თეოლოგიის დოქტორმა გოჩა ბარნოვმა საპატრიარქოს იურისტის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ის იმ ჯგუფის წარმომადგენელია, რომელიც სასულიერო აკადემიაშია მოკალათებული და არ ცნობს პატრიარქს, სისულელე უწოდა. როგორც ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მან განაცხადა, აბსურდია საუბარი, თითქოს სტუდენტებს უცხოეთში წასვლაში იმიტომ ეხმარებიან, რომ შემდგომ პატრიარქი დაამხონ. გოჩა ბარნოვის განმარტებით, 5 სტუდენტი ათენში სწორედ პატრიარქის სარეკომენდაციო წერილითაა წასული: „საპატრიარქოს იურისტის ამ განცხადებას არასერიოზულს ვუწოდებ, რადგან შეუძლებელია ჩვენ რამე განცხადება გვქონდეს გაკეთებული, არ არსებობს არსად ამგვარი განცხადება, რომ ჩვენ არ ვაღიარებდეთ უწმინდესს, როგორც საქართველოს პატრიარქს და როგორც საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარს. როდესაც ედიშერ ქარჩავა საუბრობს ჩემზე და ბატონ თემურ ბუაძეზე, თითქოსდა ჩვენ ვეხმარებით სტუდენტებს უცხოეთში წასვლაში იმის გამო, რომ შემდგომ დავამხოთ პატრიარქი, ეს არის აბსოლუტური იდიოტობა და სისულელე. 5 სტუდენტი, რომელიც სწავლობს ათენში, წასულია სწორედ პატრიარქის სარეკომენდაციო წერილით. რაიმე მცდელობა, თითქოს ვაპირებდეთ პატრიარქის დისკრედიტაციას და მის დამხობას, არის აბსოლუტური სისულელე“,-აღნიშნა გოჩა ბარნოვმა. კითხვაზე-რა მოტივი ამოძრავებდა ედიშერ ქარჩავას, როდესაც ამგვარ განცხადებას აკეთებდა, თეოლოგმა აღნიშნა, რომ მას პირადი წყენა ალაპარაკებს. კერძოდ, გოჩა ბარნოვის ინფორმაციით, ედიშერ ქარჩავა მაგისტრის ხარისხის მოპოვებას პლაგიატობით ცდილობდა, რისი საშუალებაც მათ არ მისცეს: „ეს მოტივაცია არის გადაცემა, სადაც ბატონმა ვლადირ არსიამ მას წამოაძახა სამაგისტრო ნაშრომთან დაკავშირებით, რომ ის სცდილობდა გადაწერით გაეკეთებია ეს ნაშრომი, რომლის ხელმძღვანელიც მე ვიყავი მაშინ. ეს შევამჩნიე და ბატონ ედიშერს ვუთხარი, რომ არ შეიძლება ამგვარად სამაგისტრო ნაშრომის დაცვა და უარი ვუთხარი თანამშრომლობაზე. ის გაღიზიანდა. დამემუქრა, რომ მას ჰქონდა რაღაც კავშირები საპატრიარქოში. მისი რეცენზენტი იყო ბატონი თემურ ბუაძე, რომელმაც ასევე უარი განაცხადა. შემდგომ მან მაინც მოახერხა ამ ხარისხის მიღება. შეცვალა თემა“,-განაცხადა გოჩა ბარნოვმა და დასძინა, რომ მეუფე პეტრესთან, მეუფე დიმიტრისთან და სოსო ოხანაშვილთან პირადი ახლო ურთიერთობები არ აქვს: „ჩემი კავშირები მეუფე პეტრესთან, ანდრია გვაზავასთან და სოსო ოხანაშვილთან აბსურდია. პირადი ურთიერთობები მეუფე ანდრიასთან არ მქონია და არც მეუფე პეტრესთან, თუ არ ჩავთვლით სტუდენტურ წლებს. არ გვაქვს პირადი ახლო ურთიერთობები“,-განმარტა თეოლოგმა გოჩა ბარნოვმა.
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
აშშ ფედერალურ დონეზე აღადგენს სიკვდილით დასჯის მეთოდს დახვრეტის გზით
აშშ-მ თეირანთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის ჩრდილოვან ტანკერებსა და ჩინურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სანქციები დაუწესა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)