23:32 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-27 20:32:29, 2033 ნახვა

პოლიტიკა
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები სოფელ ოძისში ადმინისტრაციულ საზღვართან იმყოფებოდნენ

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მონაწილე დელეგაციების წევრებმა, სოფელ ოძისში ადმინისტრაციული საზღვარი მოინახულეს და მიმდებარე სოფლებში არსებულ ვითარებას გაეცნენ.

„2008 წლის მოვლენებს აქტიურად ვადევნებდით თვალს. ვფიქრობ იმ ხალხზე, რომელიც აქ ცხოვრობს და რომლებსაც გადაადგილებისა და ოჯახების ნახვის საშუალება არა აქვთ. იმედი მაქვს, რომ მშვიდობიანი მოგვარების გზებს ვიპოვით“, - განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, პორტუგალიის პარლამენტის დეპუტატმა, ჟულიო მირანდა ქალემ.

დელეგაციის წევრებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ნატოს არაწევრს ქვეყნებში მეხუთედ ტარდება. დელეგაციის წევრების განცხადებით, აღნიშნული ფაქტი საქართველოსადმი მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა.

თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ოთხდღიანმა საგაზაფხულო სესიამ მუშაობა გუშინ დაიწყო. 26 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები, საკომიტეტო სხდომები და პლენარული სხდომა ჩატარდება.

29 მაისს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics